რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემა მომავალი კვირიდან ჩაირთვება. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ,,ინტერტრანსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სოფო ცერცვაძემ განუცხადა, კომპანიის კუთვნილი მიკროავტობუსების უმეტესობაში კონდიცირების სისტემა უკვე მუშაობს. რაც შეეხება დარჩენილ მიკროავტობუსებს, სისტემის ჩასართავად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მიკროავტობუსში კონდიცირება არ იქნება ჩართული, მგზავრმა ცხელ ხაზზე 034129-80-80 უნდა დარეკოს და არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დარჩება.