ინგლისში, ქალაქ მანჩესტერის აეროპორტში მგზავრთა ევაკუირება განხორციელდა.
როგორც გამოცემა The Independent იუწყება, აღნიშნულის მიზეზი აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალში საეჭვო ჩანთის აღმოჩენა გახდა.
აეროპორტის მესამე ტერმინალი ევაკუირებულია და შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს ახორციელებენ.
როგორც აეროპორტის „ტვიტერის“ გვერდი იუწყება, ტერმინალიდან მგზავრთა ევაკუირება საეჭვო ჩანთის შემოწმების მიზნით მხოლოდ ერთ-ერთ ტერმინალში მოხდა.