2019 წლიდან კონცერნი Volvo უარს იტყვის შიგაწვისძრავიანი ავტომობილებზე და მხოლოდ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების გამოშვებაზე გადავა.
ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა.
Volvo გახდება პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც შიგაწვისძრავიან ავტომობილებზე უარის თქმის ზუსტი ვადები დაასახელა.
გარდა ამისა, 2019-2021 წლებში Volvo ელექტრომობილების ხუთი ახალი მოდელის წარდგენას აპირებს. სამი მათგანი Volvo-ს ნიშნით, ორი კი Polestar-ის ნიშნით გამოვა.
კომპანია Volvo 1927 წელს შვედეთში დაარსდა, 2010 წლიდან კი ჩინურ ავტომობილმშენებელ კონცერნ Geely-ს ეკუთვნის.