მსოფლიოში შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი ქალის სახელს ატარებს, მაგრამ ამ ინდუსტრიაში ქალები არც თუ ისე დიდი ხნის წინ იშვიათობას წარმოადგენდნენ.
თუმცა, სიტუაცია ბოლო დროს შეიცვალა.
ფერდობზე იდეალური სიზუსტით გაშენებული ვენახების ძირში ზღაპრული სასახლეა, რომელიც კლიკოს ქვრივმა ააშენა. კლიკოს ქვრივის სახელი შამპანურის Veuve Clicquot ბოთლის ნარინჯისფერ ეტიკეტთან უფრო ასოცირდება, ვიდრე, რეალურ ქალთან. თუმცა, ეს ქალი ნამდვილად არსებობდა.
1805 წელს, 27 წლის ასაკში მას ქმარი გარდაეცვალა, რომელიც მეღვინეობას ეწეოდა. ქალი XIX საუკუნის მკაცრ ტრადიციებსა და სერიოზულ ოპოზიციას აღუდგა წინ და მეღვინეობის ბიზნესს სათავეში ჩაუდგა. უკვე არსებული წარმოების გაუმჯობესებაში რიგი ცვლილებები შეიტანა და თავისი შუშხუნა ღვინო, შამპანის მშრალ თეთრ ღვინოებში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდად აქცია.
ბარბა-ნიკოლ კლიკო პირველი მეღვინე ქალი იყო, რომელიც საკუთარი შამპანურით გახდა ცნობილი. მის მაგალითს სხვა ქალებიც მიჰყვნენ, და ყველა მათგანი ქვრივი გახლდათ, ვინაიდან იმ დროს ფრანგულ საზოგადოებაში მხოლოდ ქვრივებს შეეძლოთ წარმოების ხელმძღვანელობა.
მათ ბევრი რამ გამოუვიდათ: "ქვრივის შამპანური" იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ შამპანურის სხვა მწარმოებლებიც ეტიკეტზე სიტყვა "ქვრივს" აწერდნენ, მიუხედავად იმისა, მართლა იყვნენ თუ არა ბიზნესში ქვრივები.
თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ქალებმა ფრანგულ მეღვინეობაში დიდი კვალი დატოვეს, უბრალოდ, ქმრის საქმეს აგრძელებდნენ, მთლიანობაში კი ბიზნესი მაინც მამაკაცების ხელთ რჩებოდა. ასე იყო დღემდე...
ახალი ტალღა მეღვინეობაში - ქალური
თითქმის ასი წლის წინ, ქვრივი კლიკოს სასახლე და მეღვინეობა საიუველირო ნაწარმით მოვაჭრე სომეხმა შეიძინა. და ახლა, 5 თაობის შემდეგ, ბიზნესს არა ვაჟი, არამედ ქალიშვილი ჩაუდგა სათავეში.
შარლოტა ლე გალე ქალი მეღვინეების ახალი ტალღის ნაწილი გახდა, რომელმაც არა მხოლოდ ღვინის მარკეტინგი, არამედ წარმოების სხვა სტადიები მოიცვა - ვენახის მოსავალი და კუპაჟირება.
დღეს უკვე 3 ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც სპეციალურად ქალ მეღვინეებზეა ორიენტირებული, შამპანის პროვიცნიაში კი მეღვინეობის შემსწავლელ სტუდენტთაგან 60% ქალია.
მომაჯადოვებელი ცქრიალა
"რა თქმა უნდა!, - ამბობს ფრანსუაზა პერეტი, ბიუროს "შამპანური დიდ ბრიტანეთში" ხელმძღვანელი, რომელიც ბაზარზე პროდუქციის ამ სახეობას სწევს წინ. - მათ უკეთესი ინტუიცია აქვთ, უკეთ არჩევენ არომატებს და გემოს და შესაძლოა, უფრო თამამებიც კი არიან".
მოსაზრებას ამ სფეროში მომუშავე სხვა ქალების იზიარებენ.
"ქალები უკეთ შეიგრძნობენ შამპანურის გემოს, - ამბობს შამპანურის მწარმოებელი ქალების კომისიის პრეზიდენტი სოფი სინიოლი. - მათ გემოს უფრო დახვეწილი რეცეპტორები აქვთ, მეტი სურნელის გარჩევა შეუძლიათ". იხილეთ გაგრძელება