კომპანია „ვიზეარი“ ქუთაისი - ბერლინი და ბერლინი - ქუთაისის ავიარეისებთან დაკავშირებით, მგზავრებს ეტაპობრივად ტელეფონის საშუალებით უკავშირდება.
როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავიაკომპანია „ვიზეარი“ მგზავრებს სთავაზობს მათთვის ალტერნატიულ ავიარეისს, თარიღის გადაცვლას ან ავიაბილეთის თანხის ანაზღაურებას.
ქუთაისის აეროპორტი აღნიშნული ფრენების გადადებას უამინდობას უკავშირებს. როგორც აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გერმანიიდან, მემინგემი-ქუთაისის ავიარეისი უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, შესაბამისად, თვითმფრინავის ბორტი დედაქალაქში იმყოფება და სწორედ ამიტომ, ბერლინში ფრენა ვერ შესრულდა.