ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის ცნობილი კოლექციის ნაწილი გახდა.
ახალგაზრდა ქართველმა მხატვარმა მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც მისი „მედუზა“ და „მონაზონი“ ნიუ იორკის „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდა.
ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმში რვა თვის განმავლობაში იყო გამოფენილი, თუმცა მუზეუმის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ნამუშევრები მუზეუმის მუდმივი ნაწილი გახდა.
შედეგად, ლევან სონღულაშვილი პირველი ქართველი ხელოვანია, რომლის ნახატები პიკასოს, მატისის, ვან გოგისა და სხვა ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებთან ერთად ბრუკლინის მუზეუმის კოლექციაში შევიდა.
იხილეთ ინგლისური ვერსია: Georgian artist’s works join Picasso, Van Gogh at Brooklyn Museum