საერთაშორისო სერვერებზე, ყოველწლიურად საქართველოდან დაახლოებით, 200 მლნ ლარი გაედინება , - ამის შესახებ ნათქვამია აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ კონცეფციაში, რომელიც დეპუტატებს, მთავრობის წარმადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააცნო.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსალოდნელია, განხილული იქნას შესაძლებლობა, ონლაინ თამაშების საერთაშორისო სერვერებზე წვდომის აკრძალვასთან დაკავშირებით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილის განცხადებით, თეორიულად შესაძლებელია ამის გაკეთება, თუმცა ტექნოლოგიების ეპოქაში ეს შესაძლოა, ეფექტური ვერ აღმოჩნდეს.