არჩევის შემთხვვევაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი იყოს წარმატებული , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 5-წლიანი საქმიანობის ანგარიშის - ენერგეტიკული (რ)ევოლუციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის დღეს ტოვებს თანამდებობას და მისთვის იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში.
„მე გუნდის ლიდერმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმადგინა თბილისის მერობის კანდიდატად. მინდა გითხრათ, რომ არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი იყოს წარმატებული. მე მჯერა გუნდის თანამდგომის. მე მჯერა თბილისელების თანადგომის, რადგან ნათქვამია, მარტო კაცი ჭამაში არ ვარგაო და ამ ერთობით, ჩვენ შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც აწუხებს დღეს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.