სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების დაზღვევა სავალდებულო ხდება

სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების დაზღვევა სავალდებულო ხდება.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. იმ ობიექტების ნუსხას, რომლებსაც სავალდებულო წესით დაზღვევა შეეხებათ, საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს. ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმვალობაში მასშტაბური ხანძრით დაზარალდა, ლილო მოლია. მისი დირექტორი გიორგი კვარაცხელია მთავრობის ინიციატივას მიესალმება და აღნიშნავს, რომ წარსული გამოცდილების ფონზე, ობიექტის 80 პროცენტი დაზღვეულია. ასევე ადგილზე უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად მობილიზებულია ლილო მოლის დაქვემდებარებაში მყოფი სახანძრო ტექნიკა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე