1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3969 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3969 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3980 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7253 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7150 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0103 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.