აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა 2006 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, დაახლოებით 134-ჯერ არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, 2006 წელს ბრუნვა - 30.1 მილიონი ლარი იყო; 2007 წელს - 64.9 მილიონი ლარი; 2008 წელს - 70.7 მილიონი ლარი; 2009-ში - 74.3 მილიონი ლარი; 2010 წელს - 112.7 მილიონი ლარი; 2011-ში - 366. 3 მილიონი ლარი; 2012 წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესი ბრუნვამ - 996.0 მილიონი ლარი შეადგინა; 2013 წელს - 1 213.4 მილიონი ლარი; 2014-ში - 2 032.8 მილიონი ლარი; 2015 წელს ბრუნვამ - 3 890.8 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს - 4 036.4 მილიონი ლარი შეადგინა.