სუიციდის შემთხვევები ყოველწლიურად იზრდება

ბოლო 6 წლის მონაცემებით, სუიციდის შემთხვევები ყოველწლიურად ზრდადია.

ამის შესახებ შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 2011-2016 წლების დამუშავებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კერძოდ, 2011 წელს სუიციდის - 293 შემთხვევა დაფიქსირდა; 2012 წელს - 315; 2013 წელს - 312 ასეთი ფაქტი მოხდა; 2014-ში - 382; 2015 წელს დაფიქსირდა - 400 სუიციდის ფაქტი; ხოლო 2016 წელს - 469 შემთხვევა.