მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე (სოფელ გვრიტოსთან) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა, - აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ში (სოფ. გვრიტოსთან) ჩამოვიდა დაახლოებით, 150მ3 მოცულობის მიწა კლდის შვავი, რის შედეგად დღეს გზა დაიკეტა. კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.