ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში სასტუმრო "სნო" გაიხსნება.
სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელის შალვა ალავერდაშვილის ცნობით, სასტუმრო საპატრიარქოს ეკუთვნის და სნოში, საპატრიარქო რეზიდენციის ეზოში მდებარეობს.
ალავერდაშვილის თქმით, ეს არაკომერციული პროექტია. სასტუმროს ძირითადი მიმართულება პილიგრიმული ტურიზმის განვითარებაა, თუმცა სხვა ტურისტებსაც მოემსახურება.
სასტუმრო 34-ნომრიანია და დაახლოებით, 80 ადამიანზეა გათვლილი.