დეკორატიული მცენარეების სანერგე ”გარდენია შევარდნაძეს” ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი გახდა.
როგორც ”გარდენიაში” აცხადებენ, ბაღის დათვალიერება რამდენიმე თვეა ფასიანია და ერთი ვიზიტი 2 ლარი ღირს. გარდენიას ტერიტორიაზე უფასოდ შესვლა მხოლოდ ჩვილებისთვის არის დაშვებული.
„გარდენია“ დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგეა, სადაც დათვალიერების გარდა, დეკორატიული მცენარეების შეძენაც არის შესაძლებელი. ”გარდენიაში” სეზონი ყოველი წლის 1 მარტს იხსნება.