სოფელ ჟონეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გზების დეპარტამენტი იუწყება, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17 (სოფ. ჟონეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მათი ცნობით, გუშინ ძლიერი წვიმების გამო ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის სოფელ ჟონეთის გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა ადიდებული მდინარის წყალი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.