ცნობილი იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი იტალიის სასამართლომ 500 ევროს ოდენობის ჯარიმითა და 6-თვიანი პირობითი პატიმრობით დასაჯა
ამის მიზეზი გახდა მსახიობის მიერ ავადმყოფობის შესახებ წარმოდგენილი ყალბი ცნობა.
როგორც იტალიური პრესა წერს, მსახიობს 2010 წლის დეკემბერში პარდედონეს თეატრში გამოსვლა ჰქონდა შეთანხმებული, თუმცა ითხოვა ხუთდღიანი დასვენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით და ამის დამადასტურებელი ცნობაც წარმოადგინა. თუმცა, იმავე საღამოს ორნელა მუტიმ მონაწილეობა მიიღო სანკტ-პეტერბურგში გამართულ ვახშამზე, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ შეიტანა თეატრის ადმინისტრაციამ საჩივარი მსახიობის წინააღმდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 8-თვიანი პატიმრობა და 600 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა, თუმცა შემდგომმა ინსტანციამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
სასამართლომ მომჩივან მხარეს დააკისრა სასამართლო პროცედურების წარმოების გადასახდელი 3600 ევროს ოდენობით.
კოკა კვირკველია