შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიაში“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) წილი გაიზარდა.
კერძოდ, საჯარო რეესტრის 2017 წლის 25 მაისის მონაცემებით, „სოკარი“ „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ 67.34%-იანი წილის მფლობელია.
როგორც რეესტრის მონაცემებიდან ჩანს, „სოკარმა“ დანარჩენი ორი მეწილისგან, 8.17%-8.17%-იანი წილები შეიძინა. შედეგად, მიმდინარე წლის 25 მაისის მონაცემებით, არაბული კომპანიები -Intersun Holding FZCO და EVENTUS GENERAL TRADING FZE შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიაში“ მხოლოდ 16.33-16.33%-იანი წილის მფლობელები არიან. მაშინ როცა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 24.50-24.50%-იან წილებს ფლობდნენ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) წილი კი 51%-დან 67.34%-მდე გაიზარდა.