პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორზე გაცემულმა სესხებმა 199.7 მილიონი ლარი შეადგინა

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორზე ჯამში 199.7 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გაიცა.

საკონსულტაციო ცენტრი PMCG-ის ცნობით, ეროვნული ვალუტით მთლიანად გაცემული სესხების მხოლოდ 33% (66.7 მილიონი ლარი) გაიცა. ხოლო დანარჩენი 67%, რამაც 133 მილიონი ლარი (კორექტირებული კურსით) შეადგინა, უცხოური ვალუტით არის გაცემული.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეროვნული ვალუტით მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 42%-ით (19.7 მილიონი ლარი) არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაშინ, როცა უცხოური ვალუტით გაცემული სესხები გაზრდილია 24%-ით (25.9 მილიონი ლარი).

bpn