პირველად ისტორიაში, ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 2017 წლის ივნისის ბოლო კვირას 2,900 აშშ დოლარს აცდა.
როგორც iset-pi.ge წერს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოულოდნელად ბაზარზე ოპტიმისტური
განწყობა გაჩნდა ბიტკოინის მიმართ, შესაძლოა, არის ის, რომ იაპონიის მთავრობამ კრიპტოვალუტა ოფიციალურად აღიარა გაცვლის საშუალებად. ამან ბიტკოინს მეტი დამაჯერებლობა შესძინა აზიის ყველაზე მდიდარ ქვეყანაში. ამასთან, მკვეთრად მომრავლდა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემები, რომლებიც ბიტკოინს იყენებს ფულის ერთი ქვეყნიდან მეორეში გასაგზავნად. მოვლენათა კიდევ ერთი საინტერესო განვითარებაა აშშ-ში ბიტკოინების ფართოდ აღიარება.
მაგალითად, საგანმანათლებლო სექტორში, ოჰაიოს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში შედის კურსები ბიტკოინზე და სხვა კრიპტოვალუტებზე. მსგავსად, ზოგიერთმა კოლეჯმა დაიწყო ბიტკოინის გადახდის საშუალებად აღიარება. ციფრული ვალუტის აღიარებამ ზოგიერთი კომპანია დააფიქრა ბიტკოინის მომგებიან საინვესტიციო შესაძლებლობებზე. ეს კი აჩქარებს ბიტკოინის ცნობადობის ზრდას. თუმცა, ვიდრე საკითხს ჩავუღრმავდებოდეთ და ბაზრის დინამიკას გავანაალიზებდეთ, მოდით, კარგად გავიგოთ, რა არის და როგორ მუშაობს ბიტკოინი.
ბიტკოინის განმატება
ბიტკოინი არის კრიპტოვალუტა2, რომელიც ელექტრონულად იქმნება და ინახება. ის არ კონტროლდება რომელიმე ხელისუფლების მიერ და არ იბეჭდება, როგორც სხვა ვალუტა. ბიტკოინებს აწარმოებენ ფიზიკური პირები, უმეტესად ბიზნესის წარმომადგენლები, ისინი იყენებენ კომპიუტერებს (მაგალითად BITMAIN ბლოკები), სადაც პროგრამა მათემატიკურ პრობლემებს წყვეტს. თითოეული ბლოკი დაახლოებით 1,220 აშშ დოლარი ღირს და, საშუალოდ, ერთ ბლოკს დღეში 0.005 ბიტკოინის შექმნა შეუძლია. მიმდინარე საბაზრო ფასის მიხედვით, ბლოკი შეიძლება დოლარზე ან ნებისმიერ სხვა ვალუტაზე გადაერთოს. თუმცა ჯერ კიდევ პასუხია გასაცემი კითხვაზე: როგორ იქმნება ბიტკოინები. რაც შეეხება მათემატიკურ პრობლემებს, ისინი ამოიხსნება ბიტკოინით ტრანზაქციის შესრულებისას (იხ. გრაფიკი 1). სისტემა ასე მუშაობს: როდესაც ერთ ადამიანს (გიორგის) სურს, ბიტკოინი გაუზავნოს მეორე ადამიანს (ლევანს), ერთ-ერთი პრობლემაზე მომუშავე ბლოკი, რომელიც ყველაზე წარმატებული იქნება (პირველი) გადაჭრის ტრანზაქციის პრობლემას (მათემატიკურ პრობლემას) და შედეგად პრობლემაზე მომუშავე მიიღებს ჯილდოს (ბიტკოინების გარკვეულ რაოდენობას) გაწეული მომსახურებისათვის. ტექნიკურად ბიტკოინი P2P (Peer-to-Peer) ქსელს ემყარება, ეს ნიშნავს, რომ ქსელს არ ჰყავს ცენტრალური ადმინისტრაციული ერთეული. იმისათვის, რომ ბიტკოინები გაყიდო ან იყიდო, უნდა შექმნა ბიტკოინის საფულე, რომელიც მოგანიჭებთ მისამართს და პირად გასაღებს. მომლაპარაკებელ (მოვაჭრე) მხარეებს შორის ტრანზაქციები გარანტირებულია მთელ მსოფლიოში „პრობლემაზე მომუშავეების მიერ“, რომლებიც სპეციალურ პროგრამას იყენებენ ზემოთ აღწერილი კომპლექსური მათემატიკური ამოცანის ამოსახსნელად. ამის შედეგია მოვაჭრე პარტნიორებს შორის ტრანზაქციის შესრულება/დასრულება. ზოგადად, ნებისმიერს აქვს ქსელთან წვდომა და შეუძლია გახდეს პრობლემაზე მომუშავე, ამისთვის მხოლოდ სათანადო ტექნიკა და ინტერნეტია საჭირო.
ბიტკოინი ხელსაყრელია ნივთების ელექტრონულად შესაძენად, რადგან ის ჰგავს ყველა სხვა ვალუტას, რომელიც ციფრულად ივაჭრება და იცვლება (მაგ. ეთერიუმი, რიპლი, ლიტკოინი და სხვ.). ფასის და ტრანზაქციებში ბაზრის წილის მიხედვით ბიტკოინი ყველაზე წარმატებული კრიპტოვალუტაა. მისი აღწერა პირველად გამოქვეყნდა სატოში ნაკამოტოს5 სახელით 2008 წელს, 20096 წლიდან კი ბიტკოინის გამოსაყენებული პროგრამა ღია პლატფორმაა. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რამაც ბიტკოინის ქსელის ჩამოყალიბება განაპირობა. არ არსებობს ტრანზაქციის საკომისიო და, როგორც უკვე აღინიშნა, პრობლემაზე მომუშავეებს, რომლებიც ტრანზაქციის ავტორიზებას ახორციელებენ, ანაზღაურებად ბიტკოინები ეძლევათ. ბიტკოინის ღირებულება არ არის მიმაგრებული რაიმე აქტივზე ან რომელიმე ვალუტაზე, მაგრამ მისი ღირებულება სხვა ვალუტების მიმართ იქმნება ღია ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით. მეტიც, აღსანიშნავია ისიც, რომ ქსელს არ შეუძლია ბიტკოინების უსაზღვრო რაოდენობის გამომუშავება, რადგან ქსელს საკუთარი პროტოკოლი აქვს – პრობლემაზე მომუშავეები ვერასოდეს შექმნიან 21 მილიონ ბიტკოინზე მეტს, მაგრამ, ამავდროულად, ეს ბიტკოინები შეიძლება უფრო მცირე ნაწილებად დაიყოს (უმცირესი ნაწილია ბიტკოინის ერთი მემილიონედი, რომელსაც ჰქვია „სატოში“, ბიტკოინის დამფუძნებლის სახელი).
რისკები და სარგებელი
ზოგადად, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ და ციფრული ტრანზაქციების გაფართოებამ ტრადიციული ვალუტებისა და გაცვლის სისტემების ბევრი ნაკლოვანება გამოაჩინა. სტატიაში „რა არის ბიტკოინი – მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, საინვესტიციო შესაძლებლობები“ (2014 წ.) მაიკლ ლიუსი ამტკიცებს, რომ დღეს ტრადიციული ვალუტის მთავარი ნაკლოვანებებია დროში დაყოვნება, მაღალი დანახარჯები და უსაფრთხოების რისკი. სისუსტეები კიდევ უფრო მძაფრდება, როდესაც რაიმე ტრანზაქცია მოიცავს მხარეებს სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ვალუტას და კომპლექსურ პროდუქტებს. გამომდინარე აქედან, ციფრულ გარემოში (რომელიც არ არის დამოკიდებული ქვეყანაზე ან ცენტრალური ბანკის ინტერვენციაზე) საერთაშორისო ვალუტის შექმნას მხარდამჭერები გამოუჩნდა ეკონომიკაში და ვალუტამაც დაიწყო გაფართოება და ღირებულებაში მატება. ავტორი, ასევე, აცხადებს, რომ ბიტკოინს წინ დიდი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე გახდება არსებული ელექტრონული გადარიცხვის სისტემების სერიოზული შემცვლელი. შესაბამისად, გარდამავალ პერიოდში, კრიპტოვალუტები მომხმარებლებისა და ეკონომიკისთვის, ზოგადად, ქმნის რეალურ უპირატესობებს (სარგებელს) და ნაკლოვანებებს (რისკებს), რაც ჩამოთვლილია ცხრილში 2.