კონკურენციის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის კვლევა განაახლა. როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა განაცხადა, სააგენტომ ინფორმაცია გამოითხოვა.
”ჩვენ ახლა გამოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენი ინფორმაცია თამბაქოს ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით იყო გასული წლის პირველი ოთხი თვე მხოლოდ და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სრულად დავფაროთ გასული წელი. ბაზარზე მოხდა გარკვეული ცვლილებები, მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობის თვალსაზრისით. ჩვენ ვაგრძელებთ კვლევას. თქვენ იცით, რომ ამ ბაზარზე კონკურენცია სერიოზულია და კონკურენციის გამოვლინება იყო ის დავები, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.