ბრიტანელი ღვინის ექსპერტი და მწერალი, რობერტ ჯოზეფი ქართულ საფერავს ბლოგს უძღვნის:
"სამოცამდე სხვა ღვინის ენთუზიასტთან, პროფესიონალთან და მომხმარებელთან ერთად მეც გამიმართლა და ნიკოლ სიერა როლემ, რომელიც საფრანგეთის რონის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელია, კვირის ბოლოს საინტერესო განხილვაზე დამპატიჟა: შესანიშნავი გონება - შესანიშნავი ღვინისთვის.
შესანიშნავ გონებათა შორის იყვნენ ცნობილი მწერლები სტივენ სპერიე, ჯენქის რობინსონი და მიშელ ბეტანი, რომელიც ფრანგული ღვინის საუკეთესო ექსპერტია.
მონაწილეები ორ სამუშაო ჯგუფად დაიყვნენ და თითოეულს თავისი თემა ჰქონდა განსახილველი. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ყველანი შევთანხმდით - არის ის, რომ საუკეთესო ღვინო, როგორც წესი, მცირე რაოდენობითა და ერთ კონკრეტულ პატარა ადგილას იწარმოება. განაგრძეთ კითხვა