თბილისის საქალაქო სასამართლო ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
”თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქმეზე ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა, მათ შორის მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა ბრალდებულს შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი. მომდევნო სხდომაზე კი გაუქმდა უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.
ამჟამად, ანზორ ქოქოლაძის ბრალდების სს საქმეზე არსებითი განხილვის სასამართლო სხდომა დანიშნულია 24 ივლისს”, - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.