"ტვიტერზე" მომხმარებელთა დაბლოკვის გამო ტრამპს სასამართლოში უჩივლეს

აშშ-ის სიტყვის თავისუფლების ჯგუფმა „ტვიტერზე“ მომხმარებლების დაბლოკვის გამო ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ჯგუფის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით აშშ-ის პრეზიდენტი კონსტიტუციის პირველ შესწორებას ახდენს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ეხება.

მოსარჩელეების განცხადებით, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე რამდენიმე მომხმარებელი დაბლოკა, რომლებმაც ის კომენტარებში გააკრიტიკეს, დასცინეს ან არ დაეთანხმნენ.

როგორც მოსარჩელეებმა სარჩელში განაცხადეს, აღნიშნული წარმოადგენს აზრთა სხვაობის ჩახშობის არაკონსტიტუციურ ძალისხმევას.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდს პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, მისი გვერდი საჯარო ფორუმს წარმოადგენს.

"ამიტომ მომხმარებლების დაბლოკვა მათი მოსაზრებების საფუძველზე დაუშვებელია", - აცხადებს სიტყვის თავისუფლების ჯგუფი.