ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
„მითები საბჭოთა დროის ნატურალური პროდუქციის შესახებ.
მოსავლიანობის გაუმჯობესების მიზნით 60-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირში ფართოდ გამოიყენებოდა შემდეგი მეთოდი. იღებდნენ კონკრეტული სახეობის ათასობით თესლს და ბრმად რადიაციის დიდი დოზით ასხივებდნენ. დასხივება გენურ მუტაციას იწვევდა. შემდეგ თესავდენ ყველა თესლს და ის მუტირებული თესლი, რომელიც საუკეთესო მოსავალს იძლეოდა, ეშვებოდა სამრეწველო გამოყენებაში "საკავშირო" მასშტაბით.
ამასთან ერთად არანაირი შემოწმება არ ხდებოდა, მუტაციამ სასურველ ცვლილებებთან ერთად სხვა გვერდითი ეფექტები ხომ არ გამოიწვია.
ამ პროცედურასთან შედარებით დღევანდელი გენური ინჟინერია (სადაც ხდება ქირურგიული ჩარევა და ათასჯერ მოწმდება წლობით) ნამდვილად რევოლუციური მიღწევაა.
პ.ს. რითი იწამლებოდა მოსავალი და სხვა ქიმიურ ზემოქმედებებზე აღარაფერს დავწერ,“-წერს ქადაგიძე.