ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 87 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.600 პროცენტით, მაქსიმალური 7.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.659 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 7.625 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.