გასულ სამ თვეში სოლიდური  შემოწირულობა მხოლოდ  "ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" მიიღო

როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, გასულ 3 თვეში ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ სულ 639 645 ლარის შემოწირულობა განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობის შემოწირულობა 60-მდე კერძო პირმა განახორციელა.

"რაც შეეხება სხვა პარტიებს, მიმდინარე წლის განმავლობაში 20 ლარის ოდენობის ფულადი შემოწირულობა მიიღო "კომუნისტურმა პარტიამ", 30 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა - "რესპუბლიკურმა პარტიამ" და 250 ლარის ფულადი შემოწირულობა "განახლებულმა საქართველომ". სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ გასულ 3 თვეში შემოწირულობა არ განხორციელებულა", - აცხადებენ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში.

საერთო ჯამში, 2014 წლის განმავლობაში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობა 639 945 ლარს შეადგენს.