მარტის ბოლოს თბილისში ბინის გაყიდვის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა

მარტის ბოლოს თბილისში ბინის გაყიდვის მსურველთა რაოდენობა გასული თვის შუა რიცხვებთან შედარებით 13 პროცენტით გაიზარდა.

”სიტყვა და საქმის” განცხადებების ანალიზის საფუძველზე მიღებული მონაცემებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბინების გაყიდვის მსურველთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, ქალაქში იზრდება ბინის შესყიდვის მსურველთა რაოდენობაც.

მარტის ბოლოს ბინის გაყიდვა უფრო მეტმა ადამიანმა გადაწყვიტა დიდუბეში (+20%), ვაკეში (+36%) და ჩუღურეთში (+27%).

ასევე, მარტში ბინის გაყიდვის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია გასული წლის დეკემბერთან შედარებითაც - 34%-ით. დეკემბერთან შედარებით, მარტის ბოლოს ბინის გაყიდვის მსურველებმა განსაკუთრებით იმატეს დიდუბეში (+47%) და ვარკეთილში (+41%).

გარდა ამისა, ”სიტყვა და საქმის” განცხადებების ანალიზის თანახმად, ირკვევა, რომ 2013 წლის მარტთან შედარებით, გასულ თვეში 40%-ით გაიზარდა ბინის გაყიდვის მსურველთა რაოდენობა მთაწმინდა/სოლოლაკში, ხოლო 56%-ით - ნუცუბიძის პლატოზე.