რეკლამის დამკვეთთა შორის ბუნებრივ რეკლამაზე მოთხოვნა გაიზარდა

კომპანია MediaRadar-ის კვლევის თანახმად, რეკლამისდამკვეთთა შორის ბუნებრივ რეკლამაზე მოთხოვნა გაიზარდა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივ რეკლამაში ბრენდების ბიუჯეტი 74%-ით გაიზარდა.

ამავე კვლევით, ბუნებრივმა რეკლამამ უკვე გადაუსწრო ტრადიციულ სარეკლამო ბლოკებს და უფრო მაღალი CTR აჩვენა.

კვლევის ფარგლებში ავტორებმა ბეჭდურ და ელექტრონულ გამოცემებში 2016 წლისა და 2017 წლის პირველ კვარტლში სარეკლამო დანახარჯები გამოითვალეს.

„რეპუტაციის შენარჩუნებასა და ბრენდის უსაფრთხოებაში დღეს ბრენდებს მხოლოდ ხარისხიანი კონტენტი ეხმარება. ამიტომ ბუნებრივი რეკლამის წილი სწრაფად იზრდება“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ფარგლებში MediaRadar-მა ბუნებრივი რეკლამის 10 ყველაზე პოპულარული კატეგორია გამოყო 2016 წლის განმავლობაში.

მედია და გართობა - 3 198 ბუნებრივი რეკლამის დამკვეთთა რაოდენობა

პროფესიონალური სერვისი - 2 017

ფინანსური და უძრავი ქონების ბაზარი - 1 246

ტექნოლოგია - 1 231

საბითუმო ვაჭრობა - 1 153

საოჯახო პროდუქტები - 652

მოგზაურობა - 576

ტანსაცმელი და აქსესუარები - 567

საკვები - 428

პარფიუმერია და კოსმეტიკა - 400

bpn