წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 13.8 %-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4829.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1249.5 მლნ აშშ დოლარი იყო (31.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3580.3 მლნ აშშ დოლარი (8.6 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 2330.8 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.3 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივლისს გამოქვეყნდება.