ირაკლი ღარიბაშვილი აჭარაში ციტრუსის საწარმოს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი და ტარის მწარმოებელი საწარმო TCF GEORGIA დაათვალიერა.

ღარიბაშვილის განცხადებით, მსგავსი, საერთაშორისო სტანდარტების საწარმოების არსებობა, დადებითად აისახება რეგიონის ეკონომიკაზე - გაზრდის ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესს და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ პირობებს გააუმჯობესებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საწარმო არის საუკეთესო ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ერთ პუნქტში ციტრუსის დახარისხებაც, შეფუთვაც და მისი რეალიზაციისთვის საჭირო ტარის წარმოებაც.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი საწარმოო პროცესსაც გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა.

ქარხანაში, რომელიც დღე-ღამეში 15 000 ყუთ ციტრუსს ამზადებს რეალიზაციისათვის, 450 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.