ავტოსკოლების ლიცენზირებამ შესაძლოა მართვის მოწმობის პრაქტიკული გაკვეთილები გააძვიროს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხზე მუშაობს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება ახალი ერთიანი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც ლიცენზირებულმა ავტოსკოლამ კვალიფიციური მძღოლის მომზადება უნდა შეძლოს. ცვლილებებს თავად ავტოსკოლების წარმომადგენლებიც მიესალმებიან. თუმცა, ავტოსკოლა ავტოექსპერტის ინსტრუქტორი იური სამაკაშვილი აღნიშნავს, რომ ლიცენზირების შედეგად პრექტიკული სწავლების საფასურიც გაიზრდება.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოში ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხი სწრაფად უნდა მოგვარდეს. მათი განმარტებით, დღეისათვის ავტოსკოლების უმრავლესობაში სწავლება მხოლოდ საბაზისო დონეზე მიმდინარეობს და რეალური მართვის უნარების გამომუშავება თითქმის შეუძლებელია. მათივე ინფორმაციით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ავტოსკოლების ლიცენზირება სავალდებულო არ არის.

ავტოსკოლების ლიცენზირება, სავარაუდოდ, მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული ნაწილის ქალაქში გადატანის პარარელურად, 2018 წლის იანვრიდან განხორციელდება.

იხილეთ ვიდეო: PALITRANEWS-ზე