რა დამოკიდებულება აქვთ თბილისელებს ქრთამის აღება-მიცემის მიმართ?

ეისითის” კვლევის თანახმად, გამოკითხულ თბილისელთა 91%-სთვის გადასახადებისგან თავის არიდება გაუმართლებელი ქცევაა, 90%-სთვის კი ასეთი ქართამის აღება/მიცემაა.

კვლევის თანახმად, საერთო ჯამში, თბილისის მოსახლეობა არანორმატიული, არაკანონიერი ქმედებების მიმართ შეუწყნარებლობის მაღალი ხარისხით ხასიათდება.

როგორც კვლევაშია ნათქვამია, თბილისელები ყველაზე ნეგატიურად სხვადასხვა უმცირესობების, განსაკუთრებით კი რელიგიური და ეროვნული უმცირესობის მიმართ მტრული დამოკიდებულების გამოვლენის ფაქტებს აფასებენ (გაუმართლებელია – 97%; 95%).

მტრული დამოკიდებულების გამოვლენის მიმართ დამოკიდებულება შედარებით ნაკლებად ნეგატიურია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ (გაუმართლებელია – 80%).

მეუღლის ღალატის მიმართ კვლევაში მონაწილე თბილისელთა ლოიალობის ხარისხი განსხვავდება „მოღალატის“ სქესის მიხედვით – ქალის მიერ ღალატი ერთ-ერთი ყველაზე გაუმართლებელი საქციელია (96%), მაშინ, როდესაც მამაკაცის ღალატის მიმართ დამოკიდებულება შედარებით ლმობიერია (82%).

ყველაზე გაუმართლებელი ქცევების სიაში ასევე შევიდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება (92%).

კვლევის ფარგლებში ასევე გამოვლინდა ისეთი არანორმატიული ქმედებები, რომელთა მიმართ თბილისელები შედარებით შემწყნარებლები აღმოჩნდნენ: სიმთვრალე / ალკოჰოლიზმი (გაუმართლებელია – 65%), ნაპოვნი ნივთების / ფულის მითვისება (71%), პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა (74%) და ჯარში მსახურობის თავიდან აცილება (75%). ამ ქმედებების ჩადენა საზოგადოების თვალში ყველაზე მეტად პოულობს გამართლებას.

კვლევა მიმდინარე წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში თბილისის 400 მოსახლე გამოიკითხა.

bpn