თელავსა და საგარეჯოში მეფრინველეობის ოთხი ფერმა გადაიარაღდა

კახეთის ორ ქალაქში ოთხი მეფრინველეობის ფერმის ტექნიკური აღჭურვა გერმანულმა კომპანია Big Dutchman-მა განახორციელა. საერთო ჯამში, ტექნიკა 120 ათას ფრთა ქათამზეა გათვლილი.

ინვესტორმა დააფინანსა საგარეჯოში არსებული ფერმის საწარმოო კომპლექსების რეკონსტრუქციაც, სადაც, ცოტა ხნის წინ, მოძველებული საწარმოო დანადგარი აღადგინა და 55 ათასი წიწილისათვის აღჭურვა.

Big Dutchman გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) -ის შვილობილი კომპანიაა. ამ კომპანიასთან თანამშრომლობით შპს "კალანდამ" კოდაში 650 პირუტყვზე გათვლილი ულტრათანამედროვე ფერმის საწარმოო კომპლექსი დააარსა. მარტის დასაწყისში ”კალანდაში” ღორების დაცემის ფაქტის გამო კარანტინი გამოცხადდა, მოგვიანებით კი დადგინდა, რომ ეს ღორის კლასიკური ჭირის გავრცელებამ გამოიწვია.

Big Dutchman საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია მეფრინველეობის თანამედროვე ფერმებისათვის, ცხოველთა და ფრინველთა სათავსოს მოწყობისა და კვების სისტემების თვალსაზრისით.