მსოფლიოში სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების საბაზრო წილი მცირდება, ელექტრონული კომერცისა და დისკაუნტერების (ჰიპერმარკეტი, სადაც საქონელზე ფასები საბაზრო ფასებზე დაბალია) კი იზრდება.
Kantar Worldpanel-ის კვლევის თანახმად, გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების წილი 52%-მდე შემცირბა, 2021 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 48%-მდე ჩამოვა.
ამავე კვლევით, ელექტრონული ვაჭრობის წილი 7,5%-მდე გაიზრდება, დისკაუნტერების კი 6,5%-მდე.
„ინტერნეტით გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიც სამხრეთ კორეა, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთია“, - ნათქვამია კვლევაში.