გაზის ახალი ტარიფი მიმდინარე კვირის დასაწყისში - 17 და 18 ივლისს გახდება ცნობილი.
როგორც სემეკი იუწყება, დღევანდელ საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.
18 ივლისს კი კომისია განიხილავს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.
როგორც სემეკ-ში განმარტავენ, კომისიის მიერ ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 17-18 ივლისის საჯარო სხდომების დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე - WWW.GNERC.ORG