პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, სახანძრო ჰიდრანტების დამონტაჟებაც მოხდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
„სახანძრო-სამაშველო სამსახურის თხოვნის საფუძველზე, პეკინის გამზირზე სახანძრო ჰიდრანტებიც დამონტაჟდება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მათი გამოყენება. საუბარია 15-მდე ჰიდრანტზე, რომელიც უკვე შეძენილია. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) წარმომადგენლებთანაც გვქონდა შეხვედრა და შეთანხმების ფარგლებში, ჰიდრანტები შესაბამის სისტემებთან დაერთდება. შედეგად პეკინის გამზირი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მოწესრიგებული იქნება,“- განაცხადა ნარმანიამ.