"გალერია თბილისში" Armani Exchange, Calvin Klein Jeans და IKKS იქნება წარმოდგენილი

Armani Exchange, Calvin Klein Jeans -საქართველოში შემოდიან. ბრენდები სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ იქნებიან წარმოდგენილნი.

როგორც „გალერია თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman პირველ მაღაზიებს გახსნიან საქართველოში.

ასევე ახალი კონცეფციით იქნებიან წარმოდგენილი Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders.

გარდა ამისა, გალერია თბილისში გაიხსნება H&M-ის მაღაზია, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის პირველ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს.

სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ცენტრში ჯამში, 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი.