ხადური: დაუბეგრავი მინიმუმის სახით 30 მილიონი ლარი გაიცა

დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში, 4 დღეში 30 მილიონ ლარზე მეტია დაბრუნებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეღავათების მისაღებად სიაში უკვე 220 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ გადამხდელებს, რომელთა წლიური შემოსავალიც 6000 ლარზე ნაკლები იყო, გასული წლის განმავლობაში დაბეგრილი თანხა დაუბრუნდებათ.

ფინანსთა მინისტრის აზრით, "სოციალურად სწორია", როდესაც სახელმწიფო ზრუნავს თავის დაბალშემოსავლიან მოქალაქეებზე.