"ხვალ რა იქნება გაზის გასაყიდი ფასი, დამოკიდებულია იმაზე, გაგრძელდება თუ არა მთავრობასა და კომპანიებს შორის სუბსიდირება"

ხვალ რა იქნება გაზის გასაყიდი ფასი დამოკიდებულია იმაზე, გაგრძელდება თუ არა მთავრობასა და კომპანიებს შორის მემორანდუმით გათვალისიწინებული სუბსიდირება , - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ,,ყაზტრანსგაზ თბილისისთვის" 2017-2018 წლების გაზის ტარიფის დადგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირინა მილორავამ აღნიშნა, კომისიის მიერ დადგენილი ბუნებრივი აირის ზედა ზღვრული ტარიფი იყო 1 კუბურ მეტრზე 50.620 თეთრი, თუმცა მისივე თქმით, როგორც ცნობილია, დღეს თბილისში გაზის გასაყიდ ფასს განსაზღვრავს მთავრობასა და განაწილების ლიცენზიანტ კომპანიებს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, სემეკის მიერ დადგემილი ბუნებრივი გაზის ტარიფი 5 თეთრით არის შემცირებული.

მისივე თქმით, დღემდე გაზის ფაქტობრივი გასაყიდი ფასი თბილისში 1 კუბური მეტრი 45.620 თეთრი იყო და დღეს სემეკმა ახალი ტარიფი დაადგინა 1 კუბური მეტრი 46.153 თეთრის დონეზე.

,,ხვალ რა იქნება გასაყიდი ფასი, დამოკიდებულია იმაზე, გაგრძელდება თუ არა მთავრობასა და კომპანიებს შორის მემორანდუმით გათვალისიწინებული სუბსიდირება. თუ ეს სუბსიდირება არ გაგრძელდება, ახალი ფასი თბილისის არეალში იქნება 46.153 თეთრი, რაც არის დაახლოებით, 0.5 თეთრით მეტი, ვიდრე ამ წუთისთვის მოქმედი ბუნებრივი გაზის ფასი", - განაცხადა მილორავამ.