„სოკარ ჯორჯია გაზისა" და ,,საქორგაზის" რეგულირებულ აბონენტებს გაზის ტარიფი გაუძვირდათ

საქართველოს რეგიონებში ,,სოკარ ჯორჯია გაზის და ,,საქორგაზის" სემეკის მიერ რეგულირებად აბონენტებს ბუნებრივი აირის ტარიფი გაუძვირდათ , - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც ,,სოკარ ჯორჯია გაზს" და ,,საქორგაზს" 2017-2018 წლების ტარიფები დაუდგინდა.

სემეკის გადაწყვეტილებით, ,,სოკარ ჯორჯია გაზის" ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 56.940 თეთრი იქნება (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო ,,საქორგაზისთვის" 1 კუბურ მეტრზე - 57.011 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით).

ირინა მილორავას განმარტებით, ახალი ტარიფები ეხება იმ აბონენტებს, რომლებიც გაზგამანაწილებელ ქსელს 2007 წლამდე მიუერთდნენ. შესაბამისად, ეს ეხება ,,სოკარ ჯორჯია გაზისა" და ,,საქორგაზის" აბონენტების 47%-ს.

რაც შეეხება აბონენტების დანარჩენ 53%-ს, ისინი ენეგეტიკის მინისტრის დადგენილების შესაბამისად დერეგულირებულ სეგმენტს განეკუთვნებიან და მათზე დღეს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები არ ვრცელდება.