ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 19 ივლისს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება.
აუქციონში მონაწილეობა ცხრა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 139 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.190 პროცენტით, მაქსიმალური 7.280 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.222 პროცენტით განისაზღვრა.