მიმდინარე წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პარლამენტის ახალი წევრი ბექა ოდიშარია ფლობს 168,47 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში ; ჯამში 514.87 კვ. მეტრის 3 ბინას დედაქალაქში; 205,50 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დაბა ბაკურიანში; ამავე მისამართზე მდებარე ორ 600 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს; 40.67 კვადრატული მეტრის ოთხ სამეურნეო ფართს თბილისში და იმავე მისამართზე მდებარე 3 284 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.
მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები - TOYOTA LANDCRUIZER, LEXUS და RANGE ROVER EVOQUE. მის საკუთრებაშია ასევე - 43 ფერწერული ტილო, აქედან 2 მემკვიდრეობით აქვს მიღებული, ხოლო დანარჩენში გადახდილი თანხა ჯამში 81,500 ლარს შეადგენს.
დეკლარაციის შევსების მომენტში პარლამენტის წევრი ფლობდა ასევე სს „ბათუმი ბულვარ საიდის“ ჯამში 59 აქციას.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ოდიშარიას "საქართველოს ბანკის“ ანაბარზე - 70 249,69 დოლარი და 122 629,41 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 62 354.08 ლარი, საკრედიტოზე - 8 266,97 ლარი; ხოლო "ვი-თი-ბი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 14 741 ლარი ჰქონდა. ამასთან, ნაღდი ფულის სახით 7 000 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, ბექა ოდიშარია ფლობს ასევე შპს „ანაბაზისის“ 100%-იან წილსა და შპს „ძველი დედაქალაქის“ 10%-იან წილს.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში პარლამენტის წევრს 6 250 დოლარის ოდენობის იჯარა ჰქონდა, რომლის გასავალმაც წინა წელს 12 500 დოლარი შეადგინა; ასევე ჰქონდა 170 000 დოლარის სესხი, რომლის შემოსავალმაც 22 723,86 დოლარი შეადგინა და 270 000 დოლარის ოდენობის სესხი.
შვილების სწავლის საფასურის სახით ოდიშარიას გასავალმა გასულ წელს ჯამში 7 500 ლარი შეადგინა. ბექა ოდიშარიას ყავს მეუღლე, მამა და 3 შვილი. დეკლარაციის შევსების მომენტში მეუღლეს "საქართველოს ბანკის“ სახელფასოზე - 400 ლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე - 140 დოლარი ჰქონდა. მამას კი ნაღდი ფულადი თანხის სახით 20 000 დოლარი ჰქონდა.