1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4014 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4014 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7679 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7787 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0108 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.