სამხრეთ აფრიკაში გადაღებული სოციალური რეკლამა “#ეს მოიცდის” ინტერნეტში პირველივე დღეებში გახდა ვირუსული.
ერთი შეხედვით სახალისო რეკლამას სრულიად მოულოდნელი ფინალი აქვს. სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია, როგორც ეჯახებიან კედლებს, ბოძებსა და ერთმანეთს სმარტფონებით გართული ადამიანები, როგორც ვარდებიან წყალში და ეცემიან ძირს. თუმცა რგოლის ბოლოში ავტორები მაყურებელს აჩვენებენ, როგორ შეიძლება სიკვდილის პირას აღმოჩნდეთ, თუ საჭესთან ჯდომის დროსაც ვერ აშორებთ სმარტფონს თვალს.