"ვაშინგტონში ქართული აჯიკა, ჯონჯოლი და საწებლები ე.წ. "რუსულ" მაღაზიებში იყიდება"

თუ სომხეთი აგზავნის ამერიკაში ჯემებს და მურაბებს ექსპორტზე, რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება საქართველოდან?

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ამ სურათზე ასახულია სომხური წარმოების ჯემებისა და მურაბების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც თავად გადავიღე ვაშინგტონის ერთ-ერთ მაღაზიაში. სამწუხაროდ, არც აქ და არც სხვა მაღაზიებში მსგავსი ქართული პროდუქცია არ შემხვედრია. მხოლოდ ე.წ. "რუსულ" მაღაზიებშია რამდენიმე სახეობის ქართული პროდუქცია, ისიც მხოლოდ საწებლები, აჯიკა, ჯონჯოლი და ა. შ.reclama

მიჩნდება ბუნებრივი კითხვა, თუ, სომხეთი აწარმოებს ასეთ პროდუქციას და აგზავნის მას ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება საქართველოში? თუ, საქართველოში აღარც ატამი მოდის, აღარც კაკალი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ლეღვი და ა.შ.

არადა, როგორც ამ სურათზე ხედავთ, 450 გრამიანი ქილა ჯემი და მურაბა 5-6 დოლარი ღირს. უზარმაზარი ბაზარია აშშ-ში ქართული კვებისა და გადამამუშავებელი წარმოების პროდუქციისთვის. მუშაობს ვინმე ამ მიმართულებით?", - წერს ბასილია.

bpn