მიმდინარე წლის 6 თვეში რუსეთდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის ხორბალი და ნავთობპროდუქტებია.
2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან 245 810 ტონა ხორბლის და 81 618 ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. ფულად გამოსახულებაში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 47 მილიონი დოლარის ხორბალი და 44 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.
რუსეთიდან იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში ასევე მოხვდა ნახშირწყალბადები, სატელეფონო აპარატები და მზესუმზირის ზეთი.
რუსეთი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის მეორე პოზიციაზეა თურქეთის შემდეგ და მთლიანი იმპორტის 9,3%-იანი წილი უჭირავს.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან რუსეთში ყველაზე დიდი მოცულობით ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინო, მინერული და მტკნარი წყლები გავიდა.