კანონპროექტით, უცხოელებისთვის ნებისმიერი - კომერციული, საცხოვრებელი თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვა შეუძლებელი იქნება.
ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
უცვლელად გთავაზობთ ფადი ასლის პოსტს:
"ახლახან შევიტყე, რომ კანონპროექტში, რომელიც არეგულირებს სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვას უცხოელებისთვის და რომელიც მეორე მოსმენით გავიდა პარლამენტში, სიტყვა სასოფლო-სამეურნეო ამოღებული იყო. ეს კი ნიშნავს, რომ კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მიწის, იქნება ეს კომერციული, საცხოვრებელი თუ სასოფლო სამეურნეო უცხოელებისთვის გაყიდვა შეუძლებელი იქნება.
არ გავაკეთებ კომენტარს ამ იდიოტურ კანონპროექტზე, რომელიც ეკონომიკას ჩამოშლის. რასაც ვაკვირდები ის არის, რომ მმართველი პარტია ღრმა კრიზისშია მრავალწლიანი პოპულისტური, სოციალისტური და მემარცხენე პოლიტიკის შემდეგ. უეცრად აღმოჩნდა, რომ ისინი რადიკალური მემარჯვენეები და ნაციონალისტური პარტია არიან. სრული ქაოსი", - წერს ფადი ასლი.