საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმდინარე 6 თვის მონაცემებს აქვეყნებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4822.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1234.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (30.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3588.2 მლნ აშშ დოლარს (8.8 პროცენტით მეტი).
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან საექსპორტო პროდუქცია არ გასულა პორტუგალიაში, ალჟირში, არგენტინაში, ბანგლადეშში, ბაჰრეინში, ბელიზში, ბრაზილიაში, განაში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, ეკვადორში, ვირჯინის კუნძულებზე, ინდონეზიასა და კამბოჯაში. რაც შეეხება იმპორტს, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში პროდუქცია არ შემოსულა ტაჯიკეთიდან, ანგოლადან, ბუტანიდან, განადან, გვატემალადან, გიბრალტარიდან, ვენესუელადან, ზიმბაბვედან, კოტდივუარიდან, მაკაუდან, მონღოლეთიდან, პერუდან, სენეგალიდან, სიერალეონედან და ტანზანიადან.