"მოსახლეობის გაზრდილი შემოსავლები ჭარბვალიანობამ შთანთქა"

ეკონომისტი მიხეილ დონდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემოსავლების შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"2016 წელს 2012 წელთან შედარებით:

· 39%-ით გაიზარდა შინამეურნეობების განკარგვადი შემოსავლები (ლარი ნომინალი)

· 30.7%-ით გაიზარდა შინამეურნეობების განკარგვადი შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით (საერთაშორისო დოლარი)

მაგრამ

· 184%-ით გაიზარდა შინამეურნეობების დავალიანება ეკონომიკის დანარჩენი ინსტიტუციური სექტორების მიმართ. (დათვლილი ლარში)

· 96%-ით გაიზარდა შინამეურნეობების ვალის მომსახურება ეკონომიკის დანარჩენი ინსტიტუციური სექტორების მიმართ.(დათვლილი ლარში)

ირკვევა, რომ 2013-2016 წლებში მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი საშუალოდ წლიურად 1.6-ჯერ უფრო მაღალი ტემპით გაიზარდა (8.6%) ვიდრე მთლიანი ეროვნული განკარგვადი შემოსავალი (5.3%).

მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემის დამძიმება რომ არ მომხდარიყო, სოციალური ფონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა.

P.S.

შინამეურნეობების განკარგვადი შემოსავალი :

"შინამეურნეობების შემოსავალი შემცირებული მიმდინარე გადასახადებით შემოსავალსა და ქონებაზე, სოცდაზღვევის ანარიცხებით და სხვა მიმდინარე ტრანსფერტებით (როგორებიცაა ჯარიმები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში შენატანები). შინამეურნეობების შემოსავლების ძირითადი წყაროა შრომის ანაზღაურება (ფულით და ნატურით), ასევე საკუთრებიდან შემოსავალი, მიმდინარე ტრანსფერტები, მათ შორის მთავრობიდან, და საწარმოო საქმიანობიდან მიღებული საოპერაციო შემოსავალი."

შინამეურნეობების ვალი:

"გაანგარიშებული, როგორც შინამეურნეობების დავალიანება ეროვნული ეკონომიკის დანარჩენი ინსტიტუციური სექტორების მიმართ"

შინამეურნეობების ვალის მომსახურება :

" წლის განმავლობაში შინამეურნეობების მიერ გადახდილი ძირისა და პროცენტის ჯამი." - წერს დუნდუა bpn